Cnn - ის ცნობით თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 2300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას ამ დრომდე განაგრძობენ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 1500-მდე ადამიანი, რამდენიმე ათასი კი დაშავებულია.
რაც შეეხება სირიაში არსებულ ვითარებას, დაღუპულია სულ მცირე 820 ადამიანი.