თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46 ათასს მიუახლოვდა. მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. მარტო თურქეთში 40 ათასამდე გარდაცვლილია, სირიაში კი სტიქიამ 5 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა.
სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო - სამაშველო და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები 6 თებერვალს მოხდა.