თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 34 000-ს გადააჭარბა. როგორც თურქული მედია საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 29 600-ს აღემატება. სირიაში კი მსხვერპლის საერთო რაოდენობა 4 500-ს აჭარბებს.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამჟამად ადგილზე 233 000-ზე მეტი სამძებრო-სამაშველო პერსონალი მუშაობს, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონებიდან კი ამ დროისთვის 148 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.