თურქეთში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2921 ადამიანი დაიღუპა და 15 834 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუათ ოტქაიმ განაცხადა, რომ შენობების ნანგრევებიდან 7840 ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს.
მიწისძვრას სირიაში სულ მცირე 1444 ადამიანი ემსხვერპლა. ორივე ქვეყანაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ახლა 4365-ს მიაღწია.
სამაშველო სამუშაოები გრძელდება და შესაძლოა დაღუპულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდოს.