BBC-ის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11 200-ს გადააჭარბა.
თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, მსხვერპლის რიცხვი მათ ქვეყენაში 8 574-ია. შედარებით გართულებულია მონაცემების მიღება სირიიდან, თუმცა არსებული ოფიციალური მონაცემებით აქ დაღუპულია 2 662 ადამიანი.
დაშავებულთა რიცხვი მხოლოდ თურქეთის ათ პროვინციაში, ბოლო მონაცემებით, 50 000-ს აღემატება.