ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 45 000-ს აჭარბებს. აქედან თურქეთში 39 672 ადამიანია დაღუპული, სირიაში - 5 800-ზე მეტი
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 20 000-ზე მეტ დანგრეულ შენობაში გრძელდება. სტიქიის ზონაში ამჟამად 264 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, მათ შორის 65 ქვეყნიდან ჩასული 5000-ზე მეტი მაშველი - აცხადებს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ.
სტიქიის შედეგად დაღუპულების რაოდენობა გაზრდილია სირიაშიც. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მიწისძვრას 5 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.