თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას მინიმუმ 36 217 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრ SAKOM-ში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად 31 643 ადამიანი დაიღუპა, სირიაში - 4 574. აქედან 3 160 ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა, 1 414 კი - მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.