თურქეთსა და სომხეთს შორის ავიამიმოსვლა 2 თებერვლიდან დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სომხეთ-თურქეთის ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ.
„ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი კვირაში სამჯერ ერევნის მიმართულებით რეისებს შეასრულებს, სომხეთის მხრიდან კი ერევანი-სტამბოლის მარშრუტით, ასევე კვირაში სამჯერ რეისებს ავიაკომპანია Fly One Armenia შეასრულებს. ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, პირველი რეისები 2 თებერვალს შესრულდება“, - აღნიშნავენ უწყებაში.
imedinews.ge