პირველად თურქულმა კომპანიამ, 4 დღიანი სამუშაო კვირა შემოიღო. 1-ელი იანვრიდან აკრილის ბოჭკოების კომპანია Aksa Akrilik თავისი თანამშრომლებისთვის 4-დღიან სამუშაო კვირას აწესებს.
ინოვაცია, სატესტო რეჟიმში 2023 წლის 31 მარტამდე იქნება და ის მიზნად ისახავს თანამშრომლების პროდუქტიულობისა და კმაყოფილების გაუმჯობესებას.
კვირაში ოთხდღიანი პრაქტიკა რამდენიმე კომპანიის მხრიდან ცდის რეჟიმშია დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, აშშ-ში, ახალ ზელანდიაში, ირლანდიასა და კანადაში. კვლევები აჩვენებს, რომ 4-დღიანი სისტემა არა მხოლოდ აუმჯობესებს თანამშრომელთა პროდუქტიულობას და კეთილდღეობას, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს კომპანიების ენერგო ხარჯებს.