თურქეთში მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის 2 705 175 ტრანზაქცია განხორციელდა, ხოლო გადასახადების აკრეფის მოცულობამ 31 მილიარდ 374 მილიონ 314 ათას 564 თურქული ლირა შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu თურქეთის გარემოს დაცვის, ურბანული დაგეგმარების და კლიმატის სამინისტროს მიწის რეესტრისა და კადასტრის გენერალურ დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოქტომბერში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის 274 552 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 6 პროცენტით ნაკლებია სექტემბრის მაჩვენებელზე. სექტემბერში უძრავი ქონების გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობამ 292 953 ერთეული შეადგინა.
ყველაზე მეტი რაოდენობის ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქცია განხორციელდა სტამბულში - 329 057, შემდეგ მოდის ანკარა - 169 965, იზმირი - 137 213, ანტალია - 103 761, ბურსა - 97 846 და კონია - 82 698.