თურქეთში, დიარბაქირის საავადმყოფოში 15 წლის ბიჭს კუჭიდან USB კაბელი და თმის სამაგრი რეზინი ამოუღეს. საავადმყოფოში მოზარდი მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მუცლის ტკივილი და გულისრევა დაეწყო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
რენტგენის გადაღების შემდეგ დიარბაქირის საავადმყოფო ექიმები გაოცებულები დარჩნენ და მისი ელაზიღის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანა გადაწყვიტეს.
პედიატრიული გასტროენტეროლოგიის, ჰეპატოლოგიისა და კვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა იასარ დოგანმა და მისმა გუნდმა ენდოსკოპიური პროცედურის ჩატარების შემდეგ მოზარდს კუჭიდან უცხო სხეული ამოუღეს. იასარ დოგანის თქმით, პროცედურა რთული იყო, რადგან თითქმის ერთმეტრიანი USB კაბელის ერთი ბოლო უკვე სწორ ნაწლავში იყო გადასული.
პროცედურის დასრულების შემდეგ მოზარდი სახლში გაწერეს.
გაურკვეველი დარჩა ის გარემოებები, თუ როგორ აღმოჩნდა USB კაბელი და თმის სამაგრო რეზინი ბიჭის მუცელში.