თურქეთისა და სირიის საზღვარზე ორშაბათს საღამოს მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად 294 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრედინ კოჩამ ტვიტერში განაცხადა. The Washington Post-ის ინფორმაციის 20 თებერვლის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა დააზუსტა, რომ 18 დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა, ისინი ადანასა და დორტიოლის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მან ისიც თქვა, რომ ექვსი საავადმყოფო, სადაც მიწისძვრის შედეგად ბზარები გაჩნდა, სიფრთხილის მიზნით პაციენტებს არ იღებს.
სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA ინფორმაციით, რამდენიმე ათეული მსხვერპლია ქალაქ ტარტუსსა და ბანიასში.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრიდან 2 კვირის თავზე, 20 თებერვალს, ჰათაის პროვინციაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში იყო. სამი წუთის ინტერვალით ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მეორე მიწისძვრაც მოხდა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა.