თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ გაზიანთეფთან დაფიქსირდა. თურქი სეისმოლოგები მიწისძვრის სიმძლავრეს 7.4 მაგნიტუდად აფასებენ, აშშ-ის გეოლოგიური სამსახური კი 7,8 მაგნიტუდად.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა. ამ დროის მონაცემებით, მხოლოდ ქალაქ მალათიაში დაიღუპა 23 ადამიანი, 42 დაშავდა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი სულ 90-ს აჭარბებს. დაღუპულთა რიცხვი შეიძლება, კიდევ გაიზარდოს.
დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები. ნანგრევებში რჩებიან დაზარალებულები.
ბიძგები იგრძნობოდა ლიბანში, კვიპროსსა და ღაზის სექტორშიც.
განახლება: თურქული მედია წერს, რომ ამ დროისათვის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 76 შეადგენს, ხოლო დაზარალებულთა რაოდენობა 440 ადამიანს.