თურქეთში ფასები 20-30%-ით გაიზარდა - რა ღირს დასვენება უცხოეთში და რომელია ქართველებში ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნები

თურქეთში ფასები 20-30%-ით გაიზარდა - რა ღირს დასვენება უცხოეთში და რომელია ქართველებში ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნები

access_time2022-05-31 19:00:00

„გამყვან ტურიზმზე მოთხოვნა მაღალია, ფასები თურქეთში 20-30%-ით გაზრდილია, ესპანეთში 100%-იანი გაძვირებაა“ - განაცხადა “ტურები.ჯი“-ს დირექტორმა ნიკა გოგოლაძემ „დილის პალიტრაში“.


მისივე ინფორმაციით, გემოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით, ანტალიაში ერთკვირიანი დასვენების მინიმალური პაკეტი, პოსტპანდემიურ პერიოდში, საშუალოდ 1000-1200 ლარი ჯდებოდა, მიმდინარე სეზონზე ფასი 1500 ლარამდეა გაზრდილი.


ქართველი მომხმარებლების დაბალი მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით ყველაზე მაღალი მოთხოვნა სწორედ თურქეთის კურორტებზეა, შემდეგ მოდის ქალაქები - პრაღა, ვენა, ბუდაპეშტი, საბერძნეთის კურორტები და იტალიის ქალაქები.


რაც შეეხება შიდა ტურიზმს, გოგოლაძის ინფორმაციით, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ვიზიტორების მხრიდან გაზრდილია მოთხოვნა მცირე, 2-3 დღიან ტურებზე ქვეყნის შიგნით. მსგავსი ტურების ფასი 200-250 ლარის ფარგლებში მერყეობს.



„წელს ძალიან რთული წელი იქნება ტურიზმის სექტორისთვის“ - აღნიშნა ნიკა გოგოლაძემ საქართველოში ტურიზმის აღდგენის შეფასებისას. რეგიონში კონფლიქტის გავლენით, ტურისტულ პაკეტებზე მნიშვნელოვნად შემცირდა მოთხოვნა ევროპული ბაზრებიდან, პერმანენტულად უქმდება ჯავშნები, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან კი ტურისტული ნაკადები სრულად შეჩერებულია.


მისივე თქმით, ბალანსს არაბული ქვეყნებიდან და მცირე აზიიდან შემოსული ტურისტები ქმნიან. 2019 წლის პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კი წლევანდელ ზაფხულის სეზონზე, გოგოლაძე აღდგენის 50%-მდე მაჩვენებს პროგნოზირებს.


bpn.ge




თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up