თურქეთში ფასების უპრეცედენტო ზრდამ საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდა გამოიწვია - Galt&Taggart

თურქეთში ფასების უპრეცედენტო ზრდამ საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდა გამოიწვია - Galt&Taggart

access_time2023-02-14 21:30:56

თურქეთში ფასების უპრეცედენტო ზრდამ გამოიწვია საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდა, ინფორმაციას Galt&Taggart ავრცელებს. 2022 წელს ელექტროენერგიის ჯამური ექსპორტი წლიურად 153.7%-ით გაიზარდა და 1.0 ტვტ.სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 436.5%-ით (5.4- ჯერ) გაიზარდა და 84.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის საშუალო ფასი 118.9%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 8.7 აშშ ცენტი შეადგინა.



„ელექტროენერგიის ექსპორტი მაისში დაიწყო და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდა. სექტემბერში ელექტროენერგიის ექსპორტი ძალიან უჩვეულოა საქართველოსთვის, რადგან ბოლო რამდენიმე წელია აგვისტოც კი გამოაკლდა საექსპორტო თვეების სიას გაზრდილი ადგილობრივი მოხმარების გამო. ეკონომიკის სამინისტრომ 2022 წლის მოთხოვნამიწოდების ბალანსის დაგეგმვისას გაითვალისწინა ექსპორტიდან მაღალი შემოსავლის მიღების პოტენციალი და ენგურის და თბოსადგურების მუშაობის გრაფიკი ისე დაგეგმა, რომ ექსპორტის განხორციელება შესაძლებელი ყოფილიყო მაისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედ თბოსადგურებზე მსოფლიოში გაზის ფასის ზრდას გავლენა არ მოუხდენია, რადგან ისინი იყენებენ ე.წ „სოციალურ გაზს“, რომელსაც საქართველო იღებს ბუნებრივი აირის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარების საფასურად. სოციალური გაზი მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით მიეწოდება საქართველოს მხარეს და შესაბამისად, შეზღუდულია თბოსადგურების მიერ მათი მოხმარებაც. სწორედ ამ შეზღუდვის გამო ვერ გაიზარდა ექსპორტი უფრო მეტად“,  აღნიშნავენ Galt&Taggart-ში.




ელექტროენერგიის ფასი თურქულ ბაზარზე თითქმის გასამმაგდა. 2022 წელს ელექტროენერგიის ფასმა თურქულ ბაზარზე კვტ.სთ-ზე საშუალოდ 15.1 აშშ ცენტი შეადგინა. შედარებისთვის, 2021 წლის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 5.6 აშშ ცენტს შეადგენდა. ყველაზე მაღალი საბაზრო ფასი დაფიქსირდა 2022 სექტემბერში - კვტ.სთ-ზე 21.3 აშშ ცენტი. Galt&Taggart-ის ინფორმაციით, ფასის ასეთი ზრდის მიზეზი არის მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის გამო გლობალურად გაზრდილი ბუნებრივი აირის ფასები და თურქული ბაზრის დამოკიდებულება გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურებზე. კონკრეტულად თურქეთში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 79.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა 2022 წელს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 10.3-ჯერ აღემატებოდა.


ტოპ-3 ექსპორტიორი თურქეთში იყო თბილისის საინვესტიციო ჯგუფი, ინტერ რაო საქართველო და აჭარისწყალი. 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up