თურქეთში, ჰონგ კონგსა და ესტონეთში დარეგისტრირებული კომპანიები რუსეთს სანქციების გვერდის ავლით აწვდიან მიკროჩიპებს - Reuters

თურქეთში, ჰონგ კონგსა და ესტონეთში დარეგისტრირებული კომპანიები რუსეთს სანქციების გვერდის ავლით აწვდიან მიკროჩიპებს - Reuters

access_time2022-12-14 12:30:21

შუამავალი კომპანიების მეშვეობით რუსეთის ფედერაციას 777 მილიონი დოლარის ღირებულების ჩიპები გადაეცა, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, დასავლური კომპანიების მიერ წარმოებული მიკროჩიპების რუსეთში მიწოდება გრძელდება.

 

როგორც Reuters-ის გამოძიებაშია ნათქვამი, შუამავალი ფირმები თურქეთსა და ჰონგ კონგში რუსეთისთვის მიკროჩიპების მიყიდვის მიზნით შეიქმნა. 2022 წლის მარტში დარეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით რუსეთის ფედერაციას 777 მილიონი დოლარის ღირებულების ჩიპები გადაეცა. ეს არის Intel-ის, AMD-ის, Texas Instruments-ის, Analog Devices-ის და Infineon-ის მიერ წარმოებული ჩიპები.

 

გამოცემა წერს, რომ 2022 წლის მარტიდან, შვიდი თვის განმავლობაში, ერთ-ერთმა კომპანიამ რუსეთში მინიმუმ 20 მილიონი დოლარის ღირებულების ჩიპები გაიტანა.

 


კიდევ ერთი ფირმა Turkish Smart Trading Ltd.-ეა, რომელიც რუსული ლოგისტიკური კომპანია Novelco-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გრიგორი გრიგორიევმა შექმნა. რუსეთის საბაჟო დეკლარაციების მიხედვით, კომპანიამ რუსეთში სულ მცირე 660 000 აშშ დოლარის ღირებულების ნახევარგამტარები გაგზავნა.

 

გამოცემა ასევე წერს, რომ აღმოაჩინეს გრიგორიევის LinkedIn-ის ერთ-ერთი პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ Novelco-მ ფილიალი სტამბოლში გახსნა და დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, საქონელს რუსეთში თურქეთიდან აგზავნის.

 

გამოცემა წერს, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ესტონეთის კომპანიაც ეხმარება. ტალინში დაფუძნებულმა Elmec Trade-მა2022 წლის 1 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე რუსეთში მინიმუმ 17 მილიონი დოლარის საქონელი გაგზავნა.

 

Elmec Trade-ის გენერალურმა მენეჯერმა ალექსანდრ ფომენკომ Reuters-ს განუცხადა, რომ მისი კომპანია პროდუქტებს ოფიციალური არხებით ყიდულობს და ყველა საკანონმდებლო მოთხოვნას აკმაყოფილებს.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up