იანვარში თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 57,68%-ი შეადგინა. ასეთი მონაცემები პარასკევს თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა გაავრცელა.
გასული წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 64,27% იყო. ამასთან, დამოუკიდებელი ინფლაციის ანალიზის ჯგუფის (ENAG) მონაცემებით, ის 121,62%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ თურქეთის ცენტრალური ბანკი ინფლაციის არსებულ პროგნოზებს ინარჩუნებს. ბანკის გათვლებით 2023 წლის ბოლოსთვის ინფლაცია 22.3%-ზე იქნება, ხოლო 2024 წლის ბოლოს 8.8%-ზე.
2020 წლის დეკემბრიდან თურქეთის ხელისუფლება ე.წ. ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც ორიენტირებულია თურქული ლირის გამყარებაზე. თუმცა, ბოლო თვეებში ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად არ შემცირებულა.