„თურქეთის მიწისძვრით დაზარალებულ რაიონში მომუშავე მაშველებმა ნანგრევებიდან 8000-ზე მეტი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს, 81 000 მიწისძვრის შედეგად დაზარალებულიდან უმეტესობა უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან,“ - ამის შესახებ ერდოღანმა დუბაიში მსოფლიო მთავრობის სამიტზე ვიდეომიმართვაში განაცხადა.
გარდა ამისა, თურქეთის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, რომლებმაც დახმარება გაუწია თურქეთს მიწისძვრისგან დაზარალებულთა ძებნა-გადარჩენაში. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თურქეთი არასოდეს დაივიწყებს იმ მეგობრობას, რომელიც ამ ტრაგიკულ დროს გამოიჩინეს“.
გასული კვირის მიწისძვრების შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 36 000-ს გადააჭარბა. თურქეთში დაფიქსირდა 31 974 მსხვერპლი, ხოლო სირიაში დაიღუპა 4,5 ათასზე მეტი ადამიანი.