თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან და თურქეთის შესაბამის უწყებებთან.
„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის, ნ.ზ.-ის გარდაცვალების შესახებ. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
თურქეთში დღეს 2 ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ერთი გამთენიისას, მეორე კი რამდენიმე წუთის წინ. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა, დაშავებულია რამდენიმე ათასი ადამიანი.