თურქეთში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით 113 პირის დაკავების ორდერი გაიცა - დაკავებული არიან სამშენებლო კონტრაქტორები.
თურქეთმა მიწისძვრის დროს შენობების ჩამონგრევის გამო 100-ზე მეტი ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. მთლიანობაში, სამშენებლო წესების დარღვევაში ეჭვმიტანილია 131 ადამიანი. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24 600-ს აღწევს.
ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე 10 მიწისძვრით დაზარალებულ პროვინციაში მიწისძვრასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოსაძიებელი სპეციალური განყოფილებები გაიხსნა. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა. ამის შესახებ Anadolu იუწყება.
ოქტაის თქმით, ხელისუფლებამ დაადგინა 131 ადამიანის ვინაობა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სამშენებლო წესების დარღვევაში, რამაც მიწისძვრის დროს შენობების ნგრევა გამოიწვია. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, ხოლო 113-ზე დაკავების ორდერი გაცემულია, განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24,617-ს შეადგენს. 32,071 სამძებრო-სამაშველო ჯგუფი მიწისძვრის ზონაში სამუშაოებს აგრძელებს, განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.