თურქეთის ქალაქ შანლიურფაში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სახლები ინგრევა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ერთ-ერთი კორპუსის ნგრევის პროცესის ამსახველი ვიდეო.
ბაღჩელიევლერის უბანში 6 სართულიანი შენობა მიწისძვრიდან რამდენიმე საათში დაინგრა. როგორც თურქული მედია წერს, კორპუსში იმ დროისთვის ადამიანები იმყოფებოდნენ. ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები.