თურქეთში, გაზიანთეფის პროვინციის ქალაქ ნურდაღის, რომელიც 6 თებერვლის მიწისძვრამ ძლიერ დააზიანა, მთლიანად დაანგრევენ და თავიდან ააშენებენ.ამის შესახებ თურქული ტელეარხი NTV იტყობინება.
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ოსმან ბილგინი აცხადებს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ნანგრევებში გრძელდება. მიწისძვრიდან 160 საათის შემდეგ 18 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს.
ნურდაღი ქალაქ გაზიანთეფედან 45 კმ-ში მდებარეობს. იქ 40000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. 6 თებერვალს ქალაქიდან 6,5 კმ-ში 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ამჟამად თურქეთში 31 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული. არსებობს მოლოდინი, რომ ნანგრევების ქვეშ შეიძლება კიდევ ათასობით ადამიანი იყოს.