თურქეთის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით თურქეთში მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო, ორშაბათისთვის სტამბოლში დაგეგმილი 170 ფრენა გაუქმდა.
როგორც „თურქეთის ავიახაზებში“ აცხადებენ ფრენევის გაუქმების გადაწყვეტილება მეტეოროლოგიური სამსახურის რეკომენდაციით მიიღეს.
საერთო ჯამში, სტამბოლის ორ აეროპორტში გაუქმდა 170 ფრენა.
ამასთან ერთად, სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში ორშაბათს დახურეს სკოლებიც.