12-14 იანვარს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენების შეხვედრა იგეგმება. როგორც თურქული მედია წერს, რუსეთის ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარმა, ტატიანა მოსკალკოვამ მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 12-14 იანვარს თურქეთს ეწვევა. მისივე განცხადებით, იგი მონაწილეობას მიიღებს ომბუდსმენების ფორუმში.
„უკრაინის მხარესთან შეხვედრას ვგეგმავთ. ამ შეხვედრით ჩვენ გვსურს სამომავლო შეხვედრების წინაპირობა შევქმნათ“,— განაცხადა ტატიანა მოსკალკოვამ.
მეორე მხრივ, უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეციმ წინა დღეს განაცხადა, რომ თურქეთში რუსულ მხარესთან შეხვედრა იგეგმება.