თურქეთი ანტალიაში რუსი ტურისტების ტრანსპორტირებისთვის ახალ ავიაკომპანიას ქმნის. ახალი ავიაკომპანიის სახელი იქნება Southwind და ის ანტალიის აეროპორტში იქნება ბაზირებული. ცნობილი ხდება, რომ ახალი ავიაგადამზიდავი ოპერირებას მაისის ბოლოდან დაიწყებს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
თურქეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა დირექტორატმა უკვე მიიღო განაცხადი ახალი გადამზიდველის რეგისტრაციის შესახებ და დაჰპირდა კიდეც დახმარებას ამ პროცესის დაჩქარებაში. მიუხედავად ამისა, როსავიაციას ჯერ არ გამოუხატავს მზადყოფნა ავიაკომპანიისთვის ფრენის ნებართვის გაცემაზე.
Southwind-ის საავიაციო პარკი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ამ დროისათვის კომპანიის ფლოტში შეყვანილია ხუთი Airbus.
avianews.ge