თურქეთში რუსი ტურისტების წილი  41,36%-ით გაიზარდა

თურქეთში რუსი ტურისტების წილი 41,36%-ით გაიზარდა

access_time2022-08-25 21:00:00

თურქეთმა 7 თვეში 23 მილიონზე მეტ ტურისტს უმასპინძლა. trt.net.tr-ს ინფორმაციით, თურქეთში ტურისტების რაოდენობა იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 128,28%-ით გაიზარდა და 23 მლნ 30 ათას 209-ს მიაღწია.


ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო მონაცემებით, იანვარ-ივლისში თურქეთში ყველაზე მეტი ტურისტი 2 მლნ 992 ათას 551  ჩავიდა გერმანიიდან და ეს ციფრი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 137,36%-ით მეტია, მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 41,36%-იანი ზრდით, რაც 2 მლნ 197 ათას 331 ადამიანია, მესამე ადგილზეა ინგლისი (გაერთიანებული სამეფო) 1 მლნ 810 ათას 248 ტურისტით.


ბრიტანეთს მოჰყვება ბულგარეთი და ირანი.


მიმდინარე წლის ივლისში თურქეთმა 6 მილიონ 665 ათას 129 ვიზიტორს უმასპინძლა, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 52,84 პროცენტით მეტია.



ყველაზე მეტი ვიზიტორის გამომგზავნი ქვეყნების რეიტინგში პირველია გერმანია 962 ათას 3 ვიზიტორით, მეორეზე რუსეთის ფედერაცია 741 ათას 419 ადამიანით, ხოლო მესამეზე დიდი ბრიტანეთი 545 ათას 973 ადამიანით.


ინგლისს მოჰყვება ნიდერლანდები და ბულგარეთი.


აღსანიშნავია, რომ სტამბოლმა მიმდინარე წლის ივლისში, 1 მილიონ 759 ათას 506 უცხოელ ტურისტს უმასპინძლა, რაც ამ სფეროში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


სტამბულის კულტურისა და ტურიზმის დირექტორატის მონაცემებით, წლის პირველ 7 თვეში ქალაქში შემოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობამ 8 მილიონ 514 ათას 806 შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წლის ივლისის თვეს, ამ რიცხვმა 1 მილიონ 759 ათას 506-ს მიაღწია. სტამბოლს მიმდინარე წელს ყველაზე მეტი ტურისტი გერმანიიდან, რუსეთიდან, აშშ-დან, ირანიდან, საუდის არაბეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ეწვივნენ.


თეგები:
ტურიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up