თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთათვის თურქეთის რესპუბლიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს

თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთათვის თურქეთის რესპუბლიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს

access_time2020-08-24 20:40:31

თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა საყურადღებოდ თურქეთის რესპუბლიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს.


განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სურთ თურქეთში ჩაისა და თხილის სამუშაოებზე დასაქმება, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ ინტერნეტით: „YUMI-NET“-ის ელექტრონულ პროგრამაში, ხოლო შემდგომ მიმართონ სამუშაო ადგილის მიხედვით ადგილობრივ მმართველ უწყებას და იქ გაიარონ რეგისტრაცია.


ამასთან, სეზონური სამუშაოების გარდა სხვა სფროში დასაქმების მსურველებმა უნდა აიღონ სამუშაო ნებართვა.


„საქართველოს მთავრობის #164 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, 2020 წლის 4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, დასაქმდნენ თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე. საქართველოს უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დროებითი დასაქმებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს უნდა გააჩნდეთ თურქეთში დამსაქმებლის მიერ გამოგზავნილი, ნოტარიულად დამტკიცებული სამ თვიანი მოწვევა, სადაც აღნიშნული იქნება დასაქმებულის პირადი მონაცემები.



საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ეს რეგულაცია არეგულირებს საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან თურქეთში სამუშაოდ წასვლის წესს. აღსანიშნავია, რომ თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაიცვან თურქეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებიც.


2017 წლიდან მოქმედებს პროგრამა „YUMI-NET“-ი. იგი შექმნილია შავი ზღვის რეგიონის 6 რაიონში (სამსუნი, ორდუ, ტრაპიზონი, რიზე, გირესუნი, ართვინი) ჩაისა და თხილის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე დამატებითი სამუშაო ძალის მოზიდვის მიზნით „საერთაშორისო სამუშაო ძალის შესახებ #6735 კანონის“ მე-13 მუხლის შესაბამისად. პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მაქსიმუმ 90-დღიანი ვადით ათავისუფლებს სამუშაო ნებართვისგან.


უცხოელები, რომლებსაც სურვილი აქვთ, ისარგებლონ სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების წესით, უნდა დარეგისტრირდნენ თურქეთის რესპუბლიკის ოჯახის, შრომისა და სოციალური სამსახურის სამინისტოს ვებგვერდზე „YUMI-NET“-ის პროგრამაში (http://yuminet.ailevecalisma.gov.tr) და შეავსონ მოთხოვნილი ინფორმაცია (პასპორტში/პასპორტთან გათანაბრებულ დოკუმენტში ან პირადობის მოწმობაში მითითებული პირადი ინფორმაცია ან უცხო ქვეყნის პირადი ნომერი; თურქეთში ვიზით/ვიზის გარეშე მყოფებმა - თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის თარიღი; თურქეთში ბინადრობის უფლების მქონე პირებმა - ნებართვის გაცემისა და ამოწურვის თარიღები).


აღნიშნულ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულმა უხცოეთის მოქალაქეებმა სამუშაო ადგილის მიხედვით უნდა მიმართონ ადგილობრივ მმართველ უწყებას და წარადგინონ: ელ. სისტემის მიერ მათთვის მინიჭებული პირადი ნომერი, თურქეთის საზღვრის კვეთის თარიღი ან ბინადრობის უფლების გაცემისა და ამოწურვის თარიღები, რეგისტრაციის ნომერი, რეგისტაციის დოკუმენტი და სხვა მოთხოვნილი საბუთები (ვიზით/უვიზოდ თურქეთში მყოფებმა - პასპორტი/პასპორტთან გათანაბრებული დოკუმენტი; თურქეთის ტერიტორიაზე პირადობით შესულმა პირებმა - პირადობა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიერ გაცემული საზღვრის კვეთის დოკუმენტი; თურქეთში ბინადრობის უფლების მქონე უცხოელმა პირებმა - პასპორტი/პასპორტთან გათანაბრებული დოკუმენტი ან ბინადრობის უფლება).


ამგვარად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სურთ თურქეთში ჩაისა და თხილის სამუშაოებზე დასაქმება, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ ინტერნეტით: „YUMI-NET“-ის ელექტრონულ პროგრამაში, ხოლო შემდგომ მიმართონ სამუშაო ადგილის მიხედვით ადგილობრივ მმართველ უწყებას და იქ გაიარონ რეგისტრაცია.


სეზონური სამუშაოების გარდა სხვა სფროში დასაქმების მსურველებმა უნდა აიღონ სამუშაო ნებართვა“, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები:
თურქეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up