თურქეთში უცხოელ მოქალაქეებზე საცხოვრებლი ფართების გაყიდვის მოცულობა მიმდინარე წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა და 5377 ერთეულამდე შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.
საცხოვრებელი ფართების გაყიდვები მთლიანობაში მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,7%-ით გაიზარდა - 1 159 853 ერთეულამდე.
თურქეთის უძრავი ქონების ბაზარზე ოქტომბერში 102 660 ტრანზაქცია გაფორმდა. ოქტომბერში, უცხოელებზე საცხოვრებელი ფართის მიყიდვების წილმა მთლიანი ტრანზაქციების მოცულობაში 5,2%-ი შეადგინა.
ოქტომბერში თურქეთში უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა საცხოვრებელი ობიექტების უმეტესობა ანტალიაში შეიძინეს - 2123 ერთეული. მას მოსდევს სტამბოლი - 1658 ერთეული და მერსინი - 490 ერთეული.
თურქეთში შეძენილი საცხოვრებელი სახლების რაოდენობიტ ლიდერები რუსები გახდნენ - 2023 ერთეული. მას მოსდევს ირანის მოქალაქეები - 498 ერთეული, ერაყი - 310 ერთეული და უკრაინა - 216 ერთეული.
თურქეთში უცხოელ მოქალაქეებზე საცხოვრებელი ფართის გაყიდვის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,9%-ით გაიზარდა - 55 021 ერთეულამდე.