გარდიანის ცნობით თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან კონტრაქტორები.
თურქეთში 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, თურქეთში ათასობით ადამიანი ემსხვერპლა და დაახლოებით 6 ათასი შენობა დაინგრა, რომელთა შორის რამდენიმე ახალი სტანდარტებით იყო აშენებული.
თურქული მედიის ინფორმაციით, მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით ქვეყანაში რამდენიმე გამოძიება უკვე დაწყებულია.
თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ განკარგულება გასცა, რომ 10 პროვინციაში შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფები. გუშინ თურქეთის პოლიციამ ერთ-ერთი სამშენებლო კომპლექსის კონტრაქტორი სტამბოლის აეროპორტში დააკავა.