თურქულმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა Petkim-მა (ძირითადი წილი SOCAR-ს ეკუთვნის) მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვე 5,8 მილიარდი თურქული ლირის მოგებით დაასრულა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 48%-ით მეტია.
როგორც APA SOCAR Türkiyə-ზე დაყრდნობით იუწყება, საანგარიშო პერიოდში Petkim-ის შემოსავალი 109%-ით გაიზარდა და 40 მილიარდი თურქული ლირა შეადგინა.