თურქეთის ენერგეტიკის მარეგულირებელმა ორგანომ Tesla-ს დამტენი ქსელის ოპერატორის ლიცენზია მიანიჭა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. Tesla გახდა 119 კომპანიიდან ერთ-ერთი, რომელმაც მიიღო ელექტრომობილების მომსახურების უფლება თურქეთის მასშტაბით დამტენი სადგურების დაყენებით. Tesla ასევე მოემსახურება ყველა მოდელის ელექტრომობილის დამტენ სადგურებზე, რომლებსაც დაამონტაჟებს თურქეთში და განსაზღვრავს დატენვის მომსახურების ღირებულებას ენერგიის ერთეულზე (კვტ/სთ).