თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა (TÜİK) 2022 წლის უძრავი ქონების გაყიდვების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ქვეყანაში უძრავი ქონების საერთო გაყიდვები ოდნავ შემცირდა.
2022 წელს საცხოვრებელი ფართების გაყიდვები წინა წელთან შედარებით 0,4 პროცენტით შემცირდა და 1 485 622 ერთეული შეადგინა. საცხოვრებელი ფართების გაყიდვებში ყველაზე მეტი წილი სტამბოლზე მოდის, სადაც 2022 წელს 259654 სახლი გაიყიდა, ანუ მთლიანი გაყიდვების 17,5 პროცენტი. გაყიდვების მხრივ სტამბოლს მოსდევს ანკარა 126166 ერთეულით (8,5%) და იზმირი 83502 ერთეული გაყიდვით (5,6%). ყველაზე ნაკლები გაყიდული სახლების მქონე პროვინციები იყო არდაჰანი 468 სახლით, ჰაკარი 910 სახლით და ბაიბურტი შესაბამისად 956 სახლით.
უცხოელებზე სახლის გაყიდვები 2022 წელს წინა წელთან შედარებით 15,2 პროცენტით გაიზარდა და 67 490 ერთეულს მიაღწია. 2022 წელს უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვების წილი მთლიანი სახლის გაყიდვებში 4,5 პროცენტი იყო. 2022 წელს სტამბოლმა პირველი ადგილი დაიკავა უცხოელებზე სახლების გაყიდვით, სადაც 2022 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე 24,953 საცხოვრებელი სახლი გაიყიდა. სტამბოლს მოსდევს ანტალია 21860 გაყიდვით და მერსინი 4316 გაყიდვებით შესაბამისად.
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც 2021 წელს ირანისა და ერაყის შემდეგ მე-3 ადგილზე იყვნენ, გასულ წელს ლიდერები გახდნენ, რომლებმაც 2022 წელს თურქეთში ყველაზე მეტი საცხოვრებელი ფართი შეიძინეს. გასულ წელს რუსეთის მოქალაქეებმა თურქეთში 16312 საცხოვრებელი სახლი იყიდეს, რუსეთს მოჰყვა ირანის (8223) და ერაყის (6241) მოქალაქეები.