თურქეთის წლიური ინფლაციის დონე 55%-დან 51.3%-მდე შემცირდა. ინფორმაციას „თურქსტატი“ აქვეყნებს.
ოფიციალური მონაცემების არ სჯერა ეკონომისტთა ნაწილს და მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში რეალური ინფლაციის დონე გაცილებით მაღალია.
სტატისტიკის სამსახურის განმარტებით, მარტში ინფლაციური მონაცემების შემცირება წინა წლის მაღალი საბაზო მაჩვენებლითაა განპირობებული და არა სამომხმარებლო ფასების მკვეთრი შემცირებით.
თურქეთში ინფლაციის დონის ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება და ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 19%-დან 8.5%-იან ნიშნულამდე შემცირებაა, რაც პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის დაჟინებული მოთხოვნით იყო განპირობებული.
თურქეთში ინფლაცია ნელდება ზედიზედ მეხუთე თვეა, მას შემდეგ რაც ოქტომბერში 85,5%-ს მიაღწია, რაც ქვეყანაში 1998 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.