„თურქეთთან მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა“ – ზურაბ ნოღაიდელი

„თურქეთთან მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა“ – ზურაბ ნოღაიდელი

access_time2021-04-29 16:15:01

„ელექტროენერგეტიკული ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ბოლო წლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული და ეს ეხება როგორც მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელ მაღალი ძაბვის გადამცემ ქსელებს, ისე ქვეყნის შიგნით არსებულ ინფრასტრუქტურას. ეს არის აუცილებელი საიმისოდ, რომ ელექტროენერგიის გადაცემის შესაძლებლობები უფრო მეტი იყოს“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეოს საბჭოს წევრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს.

 

მისი თქმით, რაც აქამდე გაკეთდა, იყო აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი, მაგრამ მომავალი ამოცანებისთვის ეს საკმარისი ვერ იქნება. „მაგალითად, გვაქვს „მესხეთი 400“ -ის ხაზი ბორჩხის ქვესადგურთან, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში, ტექნიკური თვალსაზრისით,  ჩიხს წარმოადგენს და იქედან ელექტროენერგიის გატანა დანარჩენ თურქეთში არის შეუძლებელი. ამიტომ, ის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დამატებით შემაერთებელი ხაზის მშენებლობას ტორტუმის  ქვესადგურთან, რომელიც არ იქნება ასეთი ჩიხური, არის სასწრაფოდ და გადაუდებლად განსახორციელებელი. ამით ჩვენ თურქეთთან ელექტროენერგიის მიმოცვლის (იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის) საშუალებას პრაქტიკულად გავზრდით“, – განმარტავს ნოღაიდელი.

 

როგორც ზურაბ ნოღაიდელი აცახდებს, საქართველოში ნებისმიერი ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება, იქნება ეს ჰიდრო, მზის თუ ქარის სადგური, ნიშნავს ზაფხულის ენერგიის კიდევ უფრო მეტ გამომუშავებას. „ეს პროფიციტი სადღაც უნდა წავიდეს და ეს სადღაც, პირველ რიგში, არის და იქნება სწორედ თურქეთის ბაზარი, სადაც პანდემიის გადავლის კვალდაკვალ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა აუცილებლად რადიკალურად გაიზრდება. თურქეთთან მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა“, – მიაჩნია ნოღაიდელს.

 


მისი მოსაზრებით, ბევრად უფრო მყარი ენერგოკავშირია დასამყარებელი სომხეთთანაც, რომელთანაც მხოლოდ 200 კილოვოლტიანი კავშირი გვაქვს. „რამდენადაც ვიცი, ეს არის კიდეც გეგმაში, თუმცა, მისი საჭიროება სომხეთის ენერგოსისტემისთვის უფრო საშურია, ვიდრე ჩვენთვის.

 

ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთიდან ახალი 500-იანი კავშირის პროექტი. მოზდოკი – ქსანზეა საუბარი, მაგრამ ჯერ-ჯერობით რუსები ადგილიდან არ იძვრიან, რამდენადაც, როგორც ჩანს, ისინი ამ პროექტში საკმაო კომერციულ ინტერესს ვერ ხედავენ. თუმცა, მე ვფიქრობ, ეს პროექტიც ასევე აუცილებლად განსახორციელებელია“, – მიაჩნია ზურაბ ნოღაიდელს.

 

 bfm.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up