თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ 60–80%–ით ნაკლებ ფასად კიდევ 200 დასახელების მედიკამენტი იყიდება

თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ 60–80%–ით ნაკლებ ფასად კიდევ 200 დასახელების მედიკამენტი იყიდება

access_time2022-03-14 11:45:52

მთავრობის სტრატკომის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა მჭედლიშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„ზოგიერთი მედიკამენტის ჩამონათვალი, რომლების ფასიც შემცირდა მას შემდეგ რაც პრემიერმა თურქეთის ბაზრიდან საქართველოში წამლების შემოტანა გახსნა, შეგახსენებთ რომ ამ ჩამონათვალს კიდევ 200-ამდე მედიკამენტის დასახელება დაემატება ანალოგიურად შემცირებული ფასებით, ამ ეტაპზე ფარმადეპოში შეგიძლიათ შეიძინოთ თურქეთიდან შემოტანილი შემდეგი წამლები:


აკლასტა ხსნარი საინფუზიო, ძვალ სახსროვანი დაავადებების სამკურნალო საშუალება - ღირდა 867 ლარი - ღირს 223 ლარი.


არიმედექსი - ჰორმონალური წამალი - ღირდა 80 - ლარი - ღირს 13 ლარი.


ატაკანდი - წნევის მარეგულირებელი საშუალება - ღირდა 80 ლარი - ღირს 12 ლარი.


ბეტასერკი - ვესტიბულარული აპარატის პათოლოგიის დროს გამოყენებული პრეპარატი - 16მგ, ღირდა 36 ლარი - ღირს 8,9 ლარი / 24მგ ღირდა 17,7 ლარი - 3,9 ლარი.


ბრილინტა - ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები - ღირდა 221 ლარი - ღირს 48 ლარი.


გალვუს მეტი - დიაბეტის შემთხვევაში გამოყენებული მედიკამენტი, შაქრის დამწევი - ღირდა 82 ლარი - ღირს 31 ლარი.


გალვუსი - შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება - ღირდა 64 ლარი - ღირს 31 ლარი.


გლიფორი - შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება - ღირდა 16 ლარი - ღირს 10 ლარი.


გლუკოფაჟი - შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება - ღირდა 35 ლარი - ღირს 9,9 ლარი.


დიოვანი - წნევის მარეგულირებელი საშუალება - ღირდა 41 ლარი ღირს 9 ლარი.


ვოლტარენი ემულგელი - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება - 17 ლარი - ღირს 6 ლარი.


იანუვია - შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება - ღირდა 122 ლარი - ღირს 26 ლარი.



იანუმეტი - შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება - ღირდა - 135 ლარი - ღირს 26 ლარი.


ინსულინი ლანტუსი solostar ხსნარი საინექციო - შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება - ღირდა - 238 ლარი - ღირს 43 ლარი.


კო-დიოვანი - წნევის მარეგულირებელი საშუალება - ღირდა 47 ლარი - ღირს 10 ლარი.


კონკორი - წნევის მარეგულირებელი საშუალება - ღირდა 19 ლარი - ღირს 8 ლარი.


კრესტორი 10მგ - ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალება - ღირდა 56 ლარი - ღირს - 7 ლარი.


კრესტორი 20მგ - ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალება - ღირდა 111 ლარი - ღირს 10 ლარი.


პლავიქსი - პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალება - ღირდა 29 ლარი - ღირს 14 ლარი.


სერეტიდი დისკუსი ფხვნილი საინჰალაციო - ბრონქების კუნთების მომადუნებელი საშუალება -ღირდა 63 ლარი - ღირს 26 ლარი.


სიმბიკორტი ტურბოჰალერი ფხვნილი საინჰალაციო 80მკგ. - ბრონქების კუნთების მომადუნებელი საშუალება - ღირდა 67 ლარი - ღირს 30 ლარი.


სიმბიკორტი ტურბოჰალერი ფხვნილი საინჰალაციო 160მკგ - ბრონქების კუნთების მომადუნებელი საშუალება - ღირდა 84 ლარი - ღირს 15 ლარი.


სირდალუდი - კუნთების ეფექტური დამამშვიდებელი, ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტების ჯგუფის სამკურნალო საშუალება ღირდა - 11 ლარი - ღირს 5 ლარი.


ტენორეტიკი - ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალება (არტერიული წნევა) ღირდა 47 ლარი - ღირს 7 ლარი.


ფორქსიგა - შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალება - ღირდა - 131 ლარი - ღირს 36 ლარი“. - წერს ბექა მჭედლიშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up