თურქული ჩაის ექსპორტი 5 წელიწადში 72%-ით გაიზარდა

თურქული ჩაის ექსპორტი 5 წელიწადში 72%-ით გაიზარდა

access_time2023-02-01 19:00:32

თურქული ჩაის გაყიდვების მოცულობამ ზრდა 2018 წლიდან დაიწყო და უკვე 2022 წელს 22 მილიონ 817 ათას 725 დოლარს მიაღწია.


აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა კავშირის (DKİB) მონაცემებზე დაყრდნობით Anadolu წერს, რომ თურქეთმა 2018 წელს 3 608 ტონა ჩაი ექსპორტი განახორციელა, რომლის საერთო ღირებულებაც 13 235 900 აშშ დოლარს შეადგენდა. 2019 წელს ქვეყანამ ექსპორტზე 4 000 ტონა ჩაი გაიტანა, რომლის საექსპორტო ფასიც 15 მილიონი 247 ათას 563 დოლარი იყო. 2020 წელს - 4 750 ტონა ჩაი 17 მილიონ 436 ათას 542 დოლარის ღირებულების და 2021 წელს - 5 500 ტონა 19 მილიონ 574 ათასი დოლარის ღირებულების.


ჩაის გაყიდვების ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2022 წელსაც. ამრიგად, თურქეთმა განსახილველ პერიოდში ექსპორტზე 6322 ტონა ჩაი გაიტანა. ამ პროდუქციის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა კი 22 მილიონ 817 ათას 725 დოლარი შეადგინა.


ამრიგად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თურქული ჩაის ექსპორტი 72 პროცენტით გაიზარდა.



სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, თურქეთმა ჩაი ექსპორტზე 2022 წელს 111 ქვეყანაში, ავტონომიურ და თავისუფალ ზონაში გაატარა.


საანგარიშო პერიოდში თურქეთიდან ჩაის წამყვანი იმპორტიორი ქვეყნები იყვნენ ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა (TRNC), გერმანია და აშშ.


ჩაის ექსპორტმა ბელგიაში 4 მილიონ 168 ათას 419 დოლარი შეადგინა, დიდ ბრიტანეთში - 3 მილიონ 34 ათას 212 დოლარი, TRNC - 2 მილიონ 226 ათას 655 დოლარი, გერმანიაში - 2 მილიონ 184 ათას 61 დოლარი და აშშ-ში - 1 მილიონ 535 ათას 353 დოლარი.



გარდა ამისა, თურქული ჩაი ასევე გადიოდა იტალიაში, კონგოში, იემენში, კოლუმბიასა და მაიოტაში, სადაც გაყიდვები აქამდე არ ხდებოდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up