სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის ექსპორტიორთა გაერთიანების ასოციაციის (GAİB) მონაცემებით, თურქეთმა 2022 წელს 104 ქვეყანაში 19,138 ტონა 181,133 მილიონი დოლარის ღირებულების ფსტის ექსპორტი მოახდინა.
შედარებისთვის, 2021 წელს თურქეთიდან ფსტის ექსპორტის მოცულობამ 208 მილიონ 371 ათასი დოლარი შეადგინა.
თურქული ფსტის მთავარი გასაღების ბაზარი ქვეყნებია: იტალია, გერმანია, ყირგიზეთი, ნიდერლანდები, იორდანია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, შვედეთი, ჩინეთი, კატარი, სინგაპური, ნიგერია, მალაიზია, იაპონია, კუბა, სენეგალი და ირლანდია.
აღსანიშნავია, რომ ფსტა გამოიყენება სამზარეულოს თითქმის ყველა სფეროში, დესერტებიდან კერძებამდე, შოკოლადიდან ნამცხვრამდე. ფსტა ძირითადად მოჰყავთ თურქეთის პროვინციებში შანლიურფასა და გაზიანტეპში.