თურქული ჰოლდინგური კომპანია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტირებითაა დაინტერესებული

თურქული ჰოლდინგური კომპანია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტირებითაა დაინტერესებული

access_time2023-01-17 15:00:04

ერთ-ერთი ცნობილი თურქული ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტირებითაა დაინტერესებული. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავა განაცხადა, ანაკლიის პორტში ინვესტირებით აზიური კომპანიების ინტერესი მზარდია.



დავით ცირდავას განმარტებით, რაც შეეხება პროექტით დაინტერესებულ კომპანიას, თებერვლის ბოლოს-მარტის დასაწყისში მოხდება გარკვეული საბუთების გადაგზავნა და ასევე იგეგმება ამ კომპანიის ხელმძღვანელი პირების ვიზიტი საქართველოში, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან პროექტის დეტალებს და შეხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს. მისივე განმარტებით, თურქეთი დიდი როლს თამაშობს ტვირთების ბრუნვასა და გადანაწილებაში, ძირითადად სტამბოლი.



„ანაკლიის პორტში ინვესტირების ინტერესს აზიიდან საკმაოდ ბევრი კომპანია გამოხატავს. ჩვენი მხრიდან ერთ-ერთი თურქული კომპანია იმიტომ გაჟღერდა, რომ მსხვილი ჰოლდინგური კომპანიის მეპატრონე, რომელიც პორტებსაც ფლობს და ლოგისტიკური მიმართულებით მუშაობს, უფრო ცდილობს და დაინტერესებულია ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია და დეტალი მიიღოს. თუმცა ჯერჯერობით ინვესტირებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც ცნობილია გარკვეული სასამართლო დავა მიმდინარეობს და ახლა მიდის იმაზე მსჯელობა, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს დავა ინვესტირებაზე აისახოს. სახელმწიფოს ჩართულობა რაც არის 51/49%-ზე, ამ კუთხით გარკვეული სკეპტიკოსებიც კი არსებობენ, რომ მათთვის ეს გადანაწილება მიუღებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესისთვის საინტერესო თემა არ არის.



პოლიტიკოსების მხრიდან ჟღერდებოდა, რომ თითქოს ინვესტორი არ წამოვიდოდა და არ დაინტერესდებოდა, თუმცა ბიზნესის თვალით დანახული სახელმწიფოს კუთვნილი 51%-ი, როდესაც სახელმწიფოსთან იქნება შეხვედრები და განხილული ეს ბიზნესის თვალით არ წარმოადგენს რაიმე დაბრკოლებას. პირიქით ვხედავთ, რომ საინტერესო წინადადებაა, რომ პროექტი წარმატებულად განხორციელდეს. ბიზნესი, ინვესტორი უფრო დაზღვეულია ამ შემთხვევაში, ვინაიდან 51%-ი სახელმწიფოს ფლობს. იქ არის გარკვეული საკითხები, რომელსაც შესაძლოა სრულად ბიზნესი მართავდეს და არა სახელმწიფო“, - განმარტავს დავით ცირდავა.




ცირდავა ამბობს, რომ ანაკლიის პორტით დაინტერესებული არიან ასევე იაპონური მხრიდანაც, რომლებიც საქართველოში გასული წლის ბოლოს უკვე იმყოფებოდნენ.



„ანაკლიის პორტი რეგიონში იქნება ლოგისტიკური ჰაბი. ადრე თუ საქართველო დერეფნად განიხილებოდა, ახლა დერეფნად კი არა კარიბჭედ განიხილება რვა ქვეყნის“, - ამბობს ცირდავა.


შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით მოხდება და სახელმწიფოს წილი ამ პროექტში 51%-ი იქნება.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმედოვნებს,  რომ 2023 წლიდან ანაკლიაში სამშენებლო სამუშაოები და პორტის განვითარება დაიწყება. დავითაშვილი ამბობს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული მიმდინარე საარბიტრაჟო დავა არ ეხება პროექტს, ეხება სახელმწიფოს, შესაბამისად ინვესტორები ან რისკისგან დაზღვეულია არიან.



ცნობილია, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა თებერვლის ბოლომდე გამოცხადდება. თავად პროექტი კი სამ ეტაპად განხორციელდება, პირველი ეტაპის სამუშოები 300 მლნ დოლარი დაჯდება. რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, როგორც ვიცე-პრემიერი ამბობს, ამის რესურსები სახელმწიფოს გააჩნია. თანხა შესაძლოა საპენსიო ფონდიდანაც გამოიყენონ, რადგან ეკონომიკაში ეს ფონდი ზუსტად ამ როლს ასრულებს. მთლიანობაში, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას კი 10 წელზე მეტი დასჭირდება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up