თურქული ვალუტა მიმდინარე წელს 29%-ით გაუფასურდა - $1-ის ფასი 10 ლირას უახლოვდება

თურქული ვალუტა მიმდინარე წელს 29%-ით გაუფასურდა - $1-ის ფასი 10 ლირას უახლოვდება

access_time2021-10-22 17:00:34

თურქული ლირა ვარდნას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 22 ოქტომბერს, თბილისის დროით 15:00 სთ-ზე 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 9.6 ლირას გადააჭრბა, რაც თურქეთის ეროვნული ვალუტისთვის მორიგი ანტირეკორდია. ბოლო ორ კვირაში ლირა დამატებით 7%-ით გაუფასურდა, ბოლო ერთ თვეში 11%-ით, წლის დასაწყისიდან დღემდე კი 29%-ით. 1-ელ იანვარს კურსი 7.4-ს შეადგენდა.

 


ლირისგან განსხვავებით ლარი ჯერჯერობით პოზიციებს ინარჩუნებს. ივნისიდან მოყოლებული ის 3.10-3.15-ის ფარგლებში მერყეობს. სხვა თანაბარ პირობებში მეზობელი ქვეყნის ვალუტის გაუფასურება ლარის კურსზე არ უნდა მოქმედებდეს, მაგრამ წინა წლების გამოცდილება საპირისპიროს ამტკიცებს, რა დროსაც ლირის ვარდნის შემდეგ ლარიც უფასურდებოდა ხოლმე. თეორიულად ლირის ვარდნას თურქული იმპორტის გაიაფება და შესაბამისად თურქეთიდან იმპორტის მოცულობის ზრდა უნდა მოჰყვებოდეს, თურქეთში ქართულ ექსპორტს კი ამცირებდეს.

 


1-ელ იანვარს ლირა 44 თეთრი ღირდა, 22 ოქტომბრის ოფიციალური კურსი 34 თეთრს შეადგენს, მიმდინარე კურსი 33 თეთრზე ნაკლებია.


 


საქართველოს ფულად გზავნილებში თურქეთი მე-7 ადგილს იკავებს. სექტემბერში თურქეთიდან საქართველოში $9.9 მლნ, წლის პირველ 8 თვეში კი $79 მლნ გადმოირიცხა. გზავნილებში მისმა წილმა 4.7% შეადგინა. ლირის ვარდნა გზავნილის მოცულობას ამცირებს. თუ იანვარში 1000 ლირა 440 ლარი იყო, დღეს 340 ლარზე ნაკლებია.

 


უკვე მეხუთე წელია ძველი მოკავშირეების, თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობა კრიტიკულ ფაზაშია გადასული. ვაშინგტონი ანკარას გიულენის გადაცემაზე უარს უცხადებს, თურქეთის მიერ რუსული საზენიტო რაკეტების С400-ების შესყიდვის შემდეგ პენტაგონმა თურქეთისთვის მეხუთე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებლების F35 გადაცემაზე უარი განაცხადა. ანკარის გაღიზიანებას სირიაში აშშ-ის მიერ ქურთების მხარდაჭერაც იწვევს. ობამას დროს გაჩენილი ბზარი, ტრამპისა და  ბაიდენის დროს უფრო გაფართოვდა.



თეგები:
ლირა ლარი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up