თურქული ლირა უფასურდება, ინფლაცია კატასტროფულად მაღალია

თურქული ლირა უფასურდება, ინფლაცია კატასტროფულად მაღალია

access_time2021-12-09 20:00:53

გასულ კვირას თურქული ლირა გაუფასურებას განაგრძობდა - დოლართან მიმართებაში ის წლის დასაწყისიდან უკვე თითქმის 100%-ით დაეცა.

 


თურქულ ეროვნულ ვალუტის დრამატული ვარდნის ძირითადი მიზეზია ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პოზიცია, რომელიც ინფლაციის 20%-მდე გაზრდის მიუხედავად,  რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას კვლავ მოითხოვს.

 


ასეთი მიდგომის შენარჩუნების შემთხვევაში ინფლაციის დაჩქარება და ლირის შემდგომი დასუსტება გარდაუვალია.

 


ლირის კურსი თურქეთის ეკონომიკის მთავარ პრობლემად ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იქცა, თუმცა, მიმდინარე წელს მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა  - მხოლოდ ნოემბრის დასაწყისიდან ვალუტა 30%-ით, 13,7 ლირამდე დაეცა, წლის დასაწყისში კი 1 დოლარი 7,4 ლირა ღირდა.

 


ვარდნა გამძაფრდა 23 ნოემბრებს, როდესაც ლირამ ღირებულების 16% რამდენიმე საათში დაკარგა. ამის მიზეზი  ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 16%-დან 15%-მდე შემცირება გახდა.

 


ამის შემდეგ თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ორჯერ ჩაატარა სავალუტო ინტერვენციები, თუმცა, ბაზარს ამან ვერ უშველა და ამგვარი მცდელობები შეწყდა  - რეგულატორის შესაძლებლობები შეზღუდულია, ხოლო სავალუტო რეზერვები საერთაშორისო სტანდარტებით საკმაოდ დაბალია.

 



ეს მაშინ ხდება, როდესაც დიდი და სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკები პირიქით, მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებენ და რეფინანსირების განაკვეთს ზრდიან - პირველ რიგში ინფლაციის გამო, რომელიც ბოლო თვეებში გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილი გახდა.

  


თურქეთში კი, ლირის დევალვაციის და პარალელურად საპროცენტო განაკვეთების შემცირების ფონზე, ნოემბერში ინფლაცია 21.3%-მდე გაიზარდა, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი მარტიდან მოყოლებული 19%-დან 15%-მდე შემცირდა.

 


თურქეთის ცენტრალური ბანკის პოზიციას ფაქტობრივად აყალიბებს ქვეყნის პრეზიდენტი ერდოღანი, იმის მიუხედავად, რომ ფორმალურად რეგულატორი დამოუკიდებელი ორგანოა.



მისი აზრით, ფასების ზრდა და ინფლაცია საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულის გაძვირებამ გამოიწვია.

 


„მთავრობა ყოველთვის მწარმოებლების და დამსაქმებლების მხარეზეა. ჩვენ ვუჭერთ მხარს დაბალი საპროცენტო განაკვეთების იდეას, რომელიც ეკონომიკას ზრდის სტიმულს მისცემს“,  - განაცხადა პრეზიდენტმა.

 


ეს პოზიცია უკვე იწვევს პროტესტებს - ძირითადი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ერდოღანი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულეს და ლირის რეკორდული ვარდნის ფონზე ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.

 


პრეზიდენტმა ეს მოთხოვნა უარყო და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში დაგეგმილ დროს, 2023 წლის ივნისში ჩატარდება. ის ასევე შეჰპირდა მოსახლეობას, რომ ფასების სტაბილურობის აღდგენა 2022 წლის პირველ ნახევარში დაიწყება და ის „ფასების დაუსაბუთებელ ზრდასთან ბრძოლას“ გააგრძელებს.

 


ცენტრალური ბანკის ამ პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება მთავრობის და რეგულატორის მიერ კაპიტალის გადაადგილებაზე შეზღუდვების შემოღება,

 


მთავრობის ერთად-ერთი წევრი, რომელიც პრეზიდენტის და რეგულატორის ფინანსურ პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა - ფინანსთა მინისტრი ლუტფი ელვანი - გასულ კვირას გადადგა.

 


დეკემბერში მოსალოდნელია რეფინანსირების განაკვეთის პროცენტის მორიგი შემცირება და სანამ ქვეყნის საბანკო სისტემა სტაბილურია, ხელისუფლება ამ მიდგომაზე უარს არ იტყვის, ეს კი უახლოეს თვეებში ინფლაციას 25-30%-მდე დააჩქარებს. 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up