8 იანვარს საღამოს რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა გაზსადენი „თურქული ნაკადი“ გახსნეს.შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მილსადენის სიგრძე 930 კილომეტრია, მისი საპროექტო სიმძლავრე კი - 31,5 მლრდ. კუბური მეტრი გაზი წელიწადში.
„ნაკადი-1“ -ით გაზი მიეწოდება უშუალოდ თურქეთს, „ნაკადი-2“ -ით - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, სწორედ ამიტომ ცერემონიაში მონაწილეობა სერბეთის და ბულგარეთის პრეზიდენტებმაც მიიღეს. ზეიმი დასრულდა, ხოლო კითხვები და პრობლემები - დარჩა. პირველ რიგში ეს მოსკოვს ეხება.
თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი 8 იანვარს საღამოს ძალიან კმაყოფილი იყო და ეს გასაგებიცაა .თუ კარგად გავაანალიზებთ შექმნილ ვითარებას, ადვილად მივხვდებით, რომ ეს იყო მისი პირადი ზეიმი. მან მიიღო მშვენიერი საჩუქარი - ახალი მილსადენი, რომელიც თურქეთის ევროპულ, ყველაზე განვითარებულ ნაწილს გაზით მოამარაგებს. თანაც პირდაპირ, ტრანზიტორი ქვეყნების, სატრანზიტო ტარიფების და რისკების გარეშე. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად, რუსეთის ხარჯზე.
გაზსადენის 2 განშტოებიდან, ამ ეტაპზე სრულფასოვნად მხოლოდ ერთი მუშაობს- ის, რომელიც გათვლილია თურქეთზე. მეორეს გაგრძელება ევროკავშირის მიმართულებით ჯერ არ გააჩნია. რამდენი ხანი იქნება ეს მეორე მილი მხოლოდ ნაწილობრივ ათვისებული?
1-2 წელი მინიმუმ, შეიძლება მეტიც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკამ მოახერხა გაურკვეველი დროით სხვა რუსული გაზსადენის - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ - ს მშენებლობის დასრულების ჩაშლა.
ზოგადად, რა დაუჯდა რუსეთს „თურქული ნაკადის“ მშენებლობა?
როგორც ნავთობ-გაზის სექტორის ერთ-ერთი მოწინავე რუსი ანალიტიკოსი მიხაილ კრუტიხინი აცხადებს, საკმარისი არაა მხოლოდ თავად ამ მილსადენის გაყვანაზე დახარჯული ფინანსების დათვლა.
„ოფიციალურად ამბობენ, რომ „თურქული ნაკადის“ საინვესტიციო ღირებულება 7 მლრდ. ევროა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ამ გაზსადენამდე რუსეთის ტერიტორიაზე აშენდა უზარმაზარი ინფრასტრუქტურა - ციმბირის გაზის საბადოებიდან შავ ზღვამდე. ამ ხარჯების გათვალისწინებით საუბარია ათობით მილიარდ ევროზე. ეს „გაზპრომისთვის“ ძალიან დიდი დანაკარგია„ - მიიჩნევს ექსპერტი.
ამ ხარჯების გამო „თურქული ნაკადი“ თავიდანვე წამგებიანია რუსეთისთვის და ის არის უკრაინის ნაცვლად - და ეს დაუჯდა რუსეთის სახელმწიფოს ათობით მილიარდი ევრო.ეკონომიკურ არსს მოკლებული, პოლიტიკური პროექტი.
რუსეთში ასევე ხშირად ამბობენ, რომ 2020 წლის დასაწყისიდან გაზის მიწოდება საბერძნეთში და მაკედონიაში „თურქული ნაკადით“ დაიწყო, უახლოეს თვეებში, მათ ბულგარეთი და სერბეთი შეუერთდებიან.სხვათაშორის, ეს პროექტი მომგებიანია ბულგარეთისთვისაც - ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ტემენჟუკა პეტკოვამ განაცხადა, რომ ის ბულგარეთს წელიწადში 35 მლნ. ევროს ეკონომიის საშუალებას აძლევს.
თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით რუსეთზე - „თურქული ნაკადის“ მეორე განშტოება მუშაობს საკმაოდ რთული სქემით, რომლის მიხედვითაც გაზი ჯერ მიდის ბულგარეთში, შემდეგ კი ნახევარი თურქეთში ბრუნდება.ამ ხარჯებს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით აქვს აზრი. ალბათ ზოგჯერ ღირს ფულის ჩაყრა წამგებიან პროექტებში საგარეო-პოლიტიკური ბონუსების სანაცვლოდ. სწორედ ამას აკეთებს რუსეთი.
Haqqin.az