თურქეთმა 2022 წელს 1,7 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების თხილის ექსპორტი განახორციელა. ამის შესახებ თურქეთის შავი ზღვის რეგიონის თხილისა და წარმოებულების ექსპორტიორთა კავშირი (KFMİB) იტყობინება.
KFMİB-ის ცნობით, თურქული თხილი 2022 წელს 127 ქვეყანაში ექსპორტზე გავიდა. თურქეთიდან პროდუქციის მიწოდების მოცულობამ წონით 312 564 ტონას მიაღწია.
თურქეთში თხილის ექსპორტის სეზონი 1 სექტემბერს იწყება.
2022-2023 წლების სეზონის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, წონით 130 606 ტონას მიაღწია, ხოლო ფასში - 742 მილიონ 10 ათას 356 დოლარს.
სეზონის ბოლოს საზღვარგარეთ მინიმუმ 290-300 ათასი ტონა თხილის მიწოდება იგეგმება.