თურქული წარმოების TOGG-ის ელექტრომობილებზე შეკვეთების მიღება 2023 წლის თებერვლიდან დაიწყება და ფასები კონკურენტუნარიანი იქნება — ამის შესახებ ჟურნალისტებს Togg Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გურკან კარაკაშმა განუცხადა.
მისი თქმით, პირველ სამამულო წარმოების ელექტრომობილში ინვესტიციები 15 წლის განმავლობაში დაახლოებით 3,5 მილიარდი ევრო იქნება.
საწყის ეტაპზე ინვესტიციები წელიწადში ხუთი განსხვავებული მოდელის წარმოების განვითარებაზე, „ჭკვიანი სისტემების“ და მობილური ეკოსისტემით აღჭურვისა და გაუმჯობესებაზე იქნება მიმართული.
გურკან კარაკაშის თქმით, 2023 წლის ბოლოსთვის TOGG-ზე 1,8 მილიარდი ევრო დაიხარჯება.
„2030 წლის ბოლოსთვის ჩვენ ვგეგმავთ 1 მილიონ ერთეულამდე TOGG-ის მანქანების წარმოებას, ხოლო 2035 წლისთვის 30 000 ერთეული შიდა ელექტრომობილი გადაეცემა სამთავრობო უწყებებს“, - თქვა კარაკაშმა.
კარაკაშის თქმით, TOGG-ი გაყიდვაში მომავალი წლის მარტის ბოლოს გამოვა. 400 ცხენის ძალის მქონე ელექტრომანქანა 4,8 წამში 100 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.
აღსანიშნავია, რომ TOGG-ი, 2023 წელს 17-18 ათასი ავტომობილის წარმოებას გეგმავს.