თურქულმა კომპანია Baykar-მა, რომელიც უკრაინაში ახორციელებს პროექტს დრონების წარმოებისა და განვითარების ცენტრის შესაქმნელად, წარმოადგინა მაკეტი, როგორი იქნება Bayraktar TB2, Akıncı-სა და Kızılelma-ს წარმოების ქარხანა. ამის შესახებ Defense Express იტყობინება.
Baykar-ის აღმასრულებელი დირექტორის ჰალუკ ბაირაქტარის თქმით, უკრაინაში Baykar -ის ცენტრის საერთო ფართობი 30000 კვ/მ-ზე მეტი იქნება, ხოლო უკრაინელი სპეციალისტების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების რაოდენობა 300 ადამიანზე მეტი უნდა იყოს.
როგორც ცნობილია თურქული კომპანია Baykar უკრაინაში დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების Bayraktar-ის მწარმოებელ ქარხანას ააშენებს. ამისათვის Baykar-მა უკრაინაში შვილობილი კომპანია დააფუძნა, შეიძინა მიწის ნაკვეთი და შეიმუშავა ქარხნის პროექტი.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას რუსეთის პირველმა პირმა რუსეთში Baykar-ის საწარმოს გადმოტანის იდეა გააჟღერა, თუმცა მალევე მიიღო Baykar Technology-ის გენერალურმა დირექტორის სელჩუკ ბაირაქტარის მტკიცე უარიც, რომელიც იმავდროულად რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძეა.