რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების ფონზე თურქულმა სერვისებმა, რომლებიც ადრე რუსული ბარათებით „მირ“ გადახდებს იღებდნენ, ასეთი ოპერაციების დაბლოკვა დაიწყეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „იზვესტია“ წერს. მაგალითად, Turkish Airlines–ის საიტზე ბილეთის შეძენა რუსული ბარათებით შეუძლებელია.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
ინფორმაციის თანახმად, სბერბანკისგან ბევრი საჩივარია შესული მისი ბარათების დაბლოკვის გამო. თურქული კომპანიების ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ სხვა რუსული ბანკებით: ვითიბი და ტინკოფი. თურქული ავიაკომპანიის საიტმა გადახდები რუსული ბანკების VISA და MasterCard ბარათებითაც დაბლოკა.
ანალოგიური ნაბიჯი სხვა თურქულმა პლატფორმებმაც გადადგეს. მაგალითად, პოპულარულმა თურქულმა ინტერნეტ–მაღაზიამ TT-Turk, რომელიც რუსეთში მიწოდებას ახორციელებს, აკრძალა სანქცირებული რუსული ბანკების ბარათებით გადახდები.