სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენით, თუშეთში, მთაში ჩარჩენილი მოქალაქეების და ტურისტების ნაწილი ბარში ჩამოიყვანეს. ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.
ტურისტები სასტუმროებსა და სახლებში გადაანაწილეს. დღის განმვალობაში ავიაციის საშუალებით 100-მდე ადამიანის გამოყვანა იგეგმება.
ფშაველი-აბანო- ომალოს დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყრული პროცესები 2 დღის წინ დაიწყო, რის გამოც ამ მიმართულებით მოძრაობა შეუძლებელია.