ტუვას ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მადლობა გადაეხადა უკრაინის ომში ლიკვიდირებული ოკუპანტების ოჯახებისთვის და მათ პელმენების პაკეტები გადასცა. საჩუქარი ახალ წელს დაუკავშირეს, რომელიც ტუვაში 17 თებერვალს, მთვარის კალენდრის მიხედვით, აღინიშნება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი საჩუქარი მრავალშვილიანმა დედა - ვალენტინა ონდარმაც მიიღო, რომლის უმცროსი ვაჟი უკრაინის ომში — ლისიჩანსკში დაიღუპა. ვალენტინას მეორე ვაჟიც უკრაინაში იბრძვის.
მანამდე ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა იმის შესახებ, როგორ აჩუქეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ დონეცკში ლიკვიდირებული ჯარისკაცების ქვრივებს ბეწვის ქურქები. ვიდეო დადგმული აღმოჩნდა, ქურქები კი, ვიდეოს ჩაწერის შემდეგ, ქალებს უკან გამოართვეს.