TV პირველის ოპერატორსა და მოქალაქეზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ მიიღო.
ვანო ბურდულს ბრალად ედება ოპერატორზე თავდასხმა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, ხოლო დავით ქოჩიაშვილს - გამვლელ მოქალაქეზე თავდასხმა.
დაცვის მხარე დაკავებულების 7000 და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა.
5 ივლისის ძალადობრივი აქციის შემდეგ 24 ორკს წაუყენეს ბრალი.
Tabula.ge