ტვიფრი საქართველოს მეფეების სერიის საკოლექციო მედლების გამოშვებას იწყებს

ტვიფრი საქართველოს მეფეების სერიის საკოლექციო მედლების გამოშვებას იწყებს

access_time2022-05-11 14:26:21

საქართველოში პირველი სახელოვნებო პარტნიორობის პლატფორმა „ტვიფრი“ ახალ პროექტს იწყებს. კომპანია გრაფიკულ დიზაინერ ივა ჯანეზაშვილთან ერთად საქართველოს მეფეების საკოლექციო მედლებს დაამზადებს. სერიის პირველ, საკოლექციო მედალზე „ვახტანგ გორგასალი“ იქნება გამოსახული, რომლის გამოშვება 2022 წლის ზაფხულში იგეგმება.

 

ანტიკური დაძველებით შესრულებულ საკოლექციო მედალში გაერთიანებულია ლეგენდარული ქართველი მეფის სახე, სიმბოლოები, ბრწყინვალება და ცნობილი ბრძოლა სპარსელებთან. როგორც „ტვიფრი“-ში ამბობენ, მედალზე დატანილ თითოეულ დეტალს სიმბოლური დატვირთვა აქვს, მასზე დატანილი წარწერები შესრულებულია შრიფტით, რომელიც თემესტიას წარწერებისა და ბოლნისის სიონის წარწერების მიხედვით შეიქმნა.


 


მედლის ავერსზე აბჯარასხმული მეფე ვახტანგ გორგასალია გამოსახული. ვახტანგ მეფეს მარჯვენა ხელში ხმალი აქვს აღმართული ჯვრის გამომსახველობითი ფორმით, როგორც წმინდანად შერაცხილი მეფე. გორგასალს მარცხენა ხელზე შევარდენი უზის და თბილისის დაარსების ცნობილ ლეგენდას გამოსახავს. მედლის რევერსზე სპარსელებთან ბრძოლის კომპოზიციაა წარმოდგენილი.

 

მათი ინფორმაციით, სერიის პირველი საკოლექციო მედალი ლიეტუვის ზარაფხანაში ლიმიტირებული რაოდენობით, მხოლოდ 500 ერთეული მოიჭრება. საკოლექციო დანიშნულების მედლის წინასწარი შეკვეთების მიღება (პრეორდერი)2022 წლის 10 მაისს დაიწყო და 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.






საკოლექციო მედლის იკონოგრაფია მხატვარ-ილუსტრატორს, სამხატვრო აკადემიის პროფესორს მამუკა მიქელაძეს ეკუთვნის. მედალზე ისტორიკოსმა, დოქტორმა ლადო მირიანაშვილმა იმუშავა. ორიგინალური შრიფტის ავტორია დავით მაისურაძე.

 




გეტყვით, რომ პროექტი „ტვიფრი“ პირველი სახელოვნებო პარტნიორობის პლატფორმაა საქართველოში, რომელიც ქართული წარმოების სამახსოვრო და საკოლექციო მედლების შექმნაზე მუშაობს. მზადდება როგორც საკოლექციო, ასევე საიუბილეო თემატიკის მედლები და მთავარი იდეა არის ქართული დამწერლობის, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობების პოპულარიზაცია და მეტალში გაცოცხლება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up