„ტვირთბრუნვის უეცარი ზრდა დაემთხვა ტერმინალზე მიმდინარე სიმძლავრეების გაზრდის ახალ პროგრამას“ - ბათუმის საკონტეინერო ტერმინალი შექმნილ შეფერხებაზე

„ტვირთბრუნვის უეცარი ზრდა დაემთხვა ტერმინალზე მიმდინარე სიმძლავრეების გაზრდის ახალ პროგრამას“ - ბათუმის საკონტეინერო ტერმინალი შექმნილ შეფერხებაზე

access_time2022-12-09 11:51:39

ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში ტვირთების გახსნა შეფერხებით მიმდინარეობს, რის გამოც ავტოიმპორტიორებს, ვადაზე მეტხანს კონტეინერების დაყოვნების გამო, ჯარიმების გადახდა უწევთ. 


ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი შეფერხებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს ავრცელებს და განმარტავს, რომ ტვირთბრუნვის უეცარი ზრდა დაემთხვა ტერმინალზე მიმდინარე სიმძლავრეების გაზრდის ახალ პროგრამას.


„კომერსანტი“ ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის (BICT) პრეს-რელიზს უცვლელად გთავაზობთ:



„გაზრდილი დატვირთულობის მიუხედავად, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი (BICT) ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს მომსახურების ჩვეული მაღალი ხარისხის მიწოდება.


პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში და მას შემდეგაც, მიუხედავად რთული საბაზრო პირობებისა, BICT-მ შეინარჩუნა მაღალი სტანდარტი, მაშინ როდესაც მრავალი სხვა ტერმინალი რეგიონში იყო გადატვირთული.


ტვირთბრუნვის უეცარი ზრდა დაემთხვა ტერმინალზე მიმდინარე სიმძლავრეების გაზრდის ახალ პროგრამას, რომელიც გულისხმობს დამატებითი სასაწყობე ტერიტორიის მოწყობას, დამატებითი ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის შეძენასა და მოწყობას. ბსსტ-ს განცხადებით, აღნიშნული პროგრამის განხორციელება სატერმინალო პროცედურების გამარტივებას, დაჩქარებასა და მომსახურების მაღალეფექტიანი დონის შენარჩუნებას ემსახურება“, - წერია პრესრელიზში.


„ვაფასებთ კლიენტების გვერდით დგომას, რომლებიც მხარს გვიჭერენ უეცრად გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში. გამტანუნარიანობის გაზრდის ახალი პროგრამა, გადადგმული ნაბიჯები და ავტოიმპორტიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კოორდინირებულად მომსახურების საუკეთესო შესაძლო შედეგის მისაღწევად, დარწმუნებული ვართ, პოზიტიურ შედეგს გამოიღებს და ეს მოულოდნელი და არასტანდარტული სიტუაცია ყველა მხარის სასარგებლოდ მოგვარდება“,- ამბობს ბსსტ-ს მმართველი დირექტორი ნიკოლოზ გოგოლი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up